რუსული ჯარის მხარდამჭრკ ონცერტის ჩატარებაში მომღერალს ხელს ქართველი აქტივისტები შეუშლიან
რუსი მომღერალი რომლეიც აქტიურად უჭერს მხარს უკრაინაში მიმდნარე გენოციდს და მისი კონცერტიდან შემოულ თანხას საოკუპაცი ჯარს ურიცხავს დღეს საქართველოში გამართავ კოცწრთ ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლება ავრცელებს
რუსი მომღერალი რომელიც საქართველოს მთლიანობას არ აღიარებს და აფხაზეთ და ოსეთ დამოუკდებელ ქვეყნებად მოიხსნებს, საქართველოში ტურნეს გამართავს !!
იაკუტიელი მომღერალი და ბლოგერი ვარია მაქსიმა საქარველოში „საავტორი ტურს“ გეგმავს სახელწოდებით „Гамарджоба, Грузия“ (გამარჯობა, საქართველო)
ინფორმაცია რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზას“ იაკუტიელმა ბლოგერმა, „რუსული არმიის დისკრედიტაციის“ შესახებ სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტმა აიხალ ამოსოვმა მიაწოდა. მისი სიტყვებით, ვარია მაქსიმა რუსული რეჟიმის პოლიტიკისა და უკრაინაში ომის მხარდამჭერია და ამ მიზნით კონცერტებს მართავს. საქველმოქმედო კონცერტებზე შემოსულ თანხას ის რუსულ არმიას სწირავს, აცნობა ამოსოვმა „ეხო კავკაზას“.
მისი ვარაუდით, ქართველი მესაზღვრეები მაქსიმას ქვეყანაში შესვლას არ დაუშლიან, თუმცა იმედოვნებს, რომ კონცერტის ჩატარებაში მომღერალს ხელს ქართველი აქტივისტები შეუშლიან.
„ის სახის რესპუბლიკის (იაკუტიის) ერთ-ერთი პროპაგანდისტია, გამოდიოდა ამ „Z კონცერტებზე“ და იაკუტიელ კაცებს ომში წასვლისკენ მოუწოდებდა“, - თქვა აქტივისტმა.
მომღერლის ინსტაგრამის ანგარიშის თანახმად „საავტორო ტურის“ მონაწილეები 6-12 მაისს საქართველოს „კოლორიტულ ქალაქებს“ ეწვევიან - გორს, ყაზბეგს, კახეთს, ბორჯომს, ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს, ციხესიმაგრეებს და „ათობით საუკეთესო ლოკაციას“. ტურის მონაწილეებთან ერთად მომღერალი საქართველოში ჩასვლას ვლადიკავკაზიდან აპირებს.
მომღერალს ჯერ არ უპასუხია დაგეგმილ ტურსა და საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით „ეხო კავკაზას“ მიერ ინსტაგრამზე გაგზავნილ შეკითხვებზე. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.