"ჯერ მოკლა, შემდეგ კი გარდაცვლილის დედას დაურეკა" - ახალი დეტალები მარიკა ბუთხუზის მკვლელობიდან
"ჯერ მოკლა, შემდეგ კი გარდაცვლილის დედას დაურეკა" - ახალი დეტალები მარიკა ბუთხუზის მკვლელობიდან
თბილისში, 36 წლის მარიკა ბუთხუზი 44 წლის ნათესავმა მამაკაცმა განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა.
როგორც ირკვევა, მკვლელი მას ჯერ ხელკეტის გამოყენებით სცემდა, შემდეგ კი ელექტროშოკიც გამოიყენა. დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
მეზობლების თქმით, მათ ყვირილი გაიგეს, მაგრამ ამბობენ იმასაც, რომ ოჯახში ხშირად იყო კონფლიქტი და გამოდიოდა ჩხუბის ხმაც.
კურიერის ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მკვლელმა კვალის წაშლა სცადა და შემთხვევის ადგილი მოასუფთავა, რამდენიმე საათში კი მარიკა ბუთხუზის დედას დაურეკა და უთხრა, რომ მისი შვილი გარდაცვლილი ნახა.
მარიკა ბუთხუზს მცირეწლოვანი შვილი დარჩა. 36 წლის ქალის სასტიკად მკვლელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
დანაშაული 10–15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.