"რცხვენოდა პოლიციაში მისვლა, როგორ ეთქვა, რომ მისი შეყვარებული ძალადობდა, რომელიც მკერდამდე ძლივს წვდებოდა" - 22 წლის გოგომ 19 წლის შეყვარებული მოკლა

"რცხვენოდა პოლიციაში მისვლა, როგორ ეთქვა, რომ მისი შეყვარებული ძალადობდა, რომელიც მკერდამდე ძლივს წვდებოდა" - 22 წლის გოგომ 19 წლის შეყვარებული მოკლა

19 წლის ტაი ოდონელი, სამხრეთ ლონდონიდან იყო პოპულარული თინეიჯერი, სურდა გამხდარიყო მუსიკალური პროდიუსერი, როდესაც 2020 წლის ზაფხულში გაიცნო22 წლის კამილა აჰმედი და ფაქტობრივად მის კლანჭებში ჩავარდა.

 


1, 5 მეტრი სიმაღლის და გამორჩეულად მაღალი ხმის პატრონი აჰმედი უკვე 11-ჯერ ნასამართლევი იყო, მათ შორის ფიზიკური ძალადობის, ძარცვის და თავდასხმის გამო. მანამდე, 2015 წელს დაჭრა თავისი მეგობარი ბიჭი. იტყობინება The Times.

 




მასთან ურთიერთობის შემდეგ ტაი იზოლირებული და გულჩათხრობილი გახდა იქამდე, სანამ საბოლოოდ აჰმედმა დანით არ დაჭრა იგი 2021 წლის 3 მარტს დილით ადრე, რა დროსაც სისხლისგან დაიცალა, რადგან კამილამ სასწრაფო დახმარება არ გამოიძახა.

 


ამ დღეებში Croydon Crown-ის სასამართლომ, აჰმედი დამნაშავედ ცნო მკვლელობაში და ასევე სხეულის მძიმედ დაზიანებაში, წინა ბოიფრენდზე თავდასმხის გამო. მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, 23 წლის შემდეგ ვადაზე ადრე გათავისუფლების მოთხოვნით.

 

imageფოტოზე:კამილა აჰმედი

 



განადგურებული დედა, სტეისი ოდონელი ამბობს, თუ როგორ აღმერთებდა ტაი ოთხ უმცროს და-ძმას.

 


ქალბატონმა ოდონელმა თქვა: „ ვხედავდი მის სტრესულ მდგომაროებას. მაგრამ მე არასწორი დასკვნები გამოვიტანე, ვიფიქრე, რომ ეს იყო ჩვეულებრივი ტოქსიკური ურთიერთობა. მათ შორის არაფერი იყო ისეთი. ეს იყო სერიოზული ბოროტება. ჩემს შვილს არ სურდა სიკვდილი“.

 


მან თქვა, რომ ტაი თავს ძალიან უხერხულად გრძნობდა პოლიციისთვის ეთქვა, რომ მასზე ძალადობდა შეყვარებული, რომელიც მკერდამდე ძლივს წვდებოდა.

 


”ტაი არ იყო მორცხვი ბიჭი, ” - დასძინა დედამ . „მას ძლიერი სული ჰქონდა. მილიონი წელი ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ის ამ სიტუაციაში მოხვდებოდა".

 


„ის იყო ახალგაზრდა, პოპულარული ბიჭი, რცხვენოდა, არ სურდა გამოჩენილიყო იმ პიროვნებად, რომელსაც ატერორებდა გოგონა“.

 

image
ფოტოზე:დედა-შვილი სტეისი და ტაი

 

ახალგაზრდა მამაკაცი იყო კროიდონის კოლეჯის სტუდენტი და ოცნებობდა მუსიკალურ ინდუსტრიაში ადგილის დამკვიდრებაზე, როდესაც მეგობრებმა მას გააცნეს აჰმედი, რომელსაც უკვე ჰქონდა "ცუდი გოგოს" რეპუტაცია .

 




გაცნობიდან ორი თვის შემდეგ ტაიმ დედას გაანდო, რომ აჰმედი ჩხუბს იწყებდა სულ მცირე მიზეზების გამოც კი, თუმცა ცდილობდა ეს ხუმრობაში გაეტარებინა.

 


დროთა განმავლობაში ცხადი გახდა, კამილამ სრული კონტროლი დაამყარა ბიჭზე, მას არ ჰქონდა მეგობრების ნახვის და სხვაგან დარჩენის უფლება შეყვარებულის თანხმობის გარეშე.

კვირის პოპულარული
სოციალური ქსელი
გამომყევი Facebook-ზე