22 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ბრალდებული კაცი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს - ვინ არის იგი და რა ინფორმაციას ავრცელებს მისი მეუღლე?

ოზურგეთელი ვაჟა გოგოტიშვილი, რომელიც 22 წლის გიგა როყვას მკვლელობაში იყო ბრალდებული სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ გოგოტიშვილის მეუღლე ნანუკა ქარჩავა და ასევე მისი ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

“დიახ, ჩემი ვაჟა თავისუფალია ვადის გასვლის შემდეგ უდანაშაულო ადამიანი დაუბრუნდა თავის ოჯახს , ოჯახს რომელიც მისთვის ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანია, მადლობა უფალო რომ ცოცხალი მყავს ადამიანი რომელიც ჩემთვის ყველაფერია, ძალიან რთული პერიოდი გავიარე ჩემ ცხოვრებაში თუმცა არასდროს არ დავნებებულვარ რადგან მე ვიცი ჩემი მეუღლის სიმართლე და ვიცი როგორი ადამიანია ის,ვიბრძოლებ ბოლომდე მისი თავისუფლებისთვის და ისევ ხმამაღლა ვიტყვი , ვაჟა გოგოტიშვილი არის უდანაშაულო! ის იცავდა თავის თავს!

ასევეე უღრმესი მადლობა ვინც ამ ხნის განმავლობაში გვერდით მედექიღ მადლობა, მადლობა და კიდევ ერთხელ მადლობა! მშვიდობა მოგცეთ უფალმა“, - წერს ნანუკა ქარჩავა.

ინფორმაციისთვის, ოზურგეთის პოლიციამ 2022 წლის სექტემბრის თვეში მოკლული გიგა როყვას მკვლელობაში ბრალდებული ვაჟა გოგოტიშვილი დააკავა.

გურიანიუსი

კვირის პოპულარული
სოციალური ქსელი
გამომყევი Facebook-ზე