„აღარ მინდა გვარი ვახსენო, გვარამია... რაიმე შეეტყო პოლარიზაციას გვარამიას გამოშვებით? - ირაკლი ღარიბაშვილი

„აღარ მინდა გვარი ვახსენო, გვარამია... რაიმე შეეტყო პოლარიზაციას გვარამიას გამოშვებით? - ირაკლი ღარიბაშვილი

"დღეს ოპოზიცია არის აბსოლუტურად გაკოტრებული, მინდა ვთქვა, განულებული, დეგრადირებული და ხედავთ როგორი ფრაგმენტირებულია, დაშლილია მთლიანად. არავითარი ახსნა არ აქვს, თუნდაც თქვენ ახსენეთ ახლა, აღარ მინდა გვარი ვახსენო, გვარამია.

ესეც მორიგი ფაქტი არის, იმისა, რომ, ჩვენ ადრეც ვამბობდით ამას, რომ, პირდაპირი მტკიცებულებები გვქონდა ჩვენ წარმოდგენილი, მათი კოორდინაციის. უკრაინის ხელისუფლების და, სამწუხაროდ, ჩვენი დესტრუქციული, რადიკალური, ექსტრემისტულ ოპოზიციას შორის კოორდინაცია იკვეთებოდა და პირდაპირ ჩანს ეს ყველაფერი, ხელის გულზეა წარმოდგენილი.

 

ამიტომ, ასევე, კარგია, რომ ახსენეთ. ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია, რის გამოც ქალბატონმა პრეზიდენტმა შეიწყალა გვარამია იყო ის, რომ უნდა შემცირებულიყო პოლარიზაცია. ეხლა მე კითხვა მინდა დავუსვა, რაიმე შეეტყო პოლარიზაციას გვარამიას გამოშვებით? ან შეხედეთ მის გამონათქვამებს, მის ჩართულობას, მის დესტრუქციულობას. პირიქით. მე ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო ხელს შეუწყობს, გააღრმავებს, გააღვივებს პოლარიზაციას, ზიზღის რიტორიკა დაბრუნდება მათი მხრიდან და ის აგრესიული პოლიტიკა, რომელიც მათგან მომდინარეობს."-ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. 

კვირის პოპულარული
სოციალური ქსელი
გამომყევი Facebook-ზე