ავა­რი­ის დროს გი­ორ­გი რა­ტი­ა­ნი მან­ქა­ნი­დან ხტე­ბო­და, მაგ­რამ პრო­ტეზმა შე­უშა­ლა ხელი...“ - როგორ მოხდა საბედისწერო ავარია და როგორ გადარჩა მულახის გზაზე მანქანაში მჯდომი მესამე მგზავრი?

9 ივ­ლისს, და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის 2 სა­ათ­ზე, მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, მუ­ლა­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და, რა­საც ორი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, ავ­ტო­მო­ბილ­ში მყო­ფი მე­სა­მე მგზავრი სიკ­ვდილს გა­და­ურ­ჩა და ამ­ჟა­მად შო­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ავ­ტო­ა­ვა­რი­ის შე­დე­გად გი­ორ­გი რა­ტი­ა­ნი და გი­ორ­გი ნი­ჟა­რა­ძე და­უ­ღუპ­ნენ.

"იმ ღა­მით ბი­ჭე­ბი, გი­ორ­გი რა­ტი­ა­ნი, გი­ორ­გი ნი­ჟა­რა­ძე და გი­ორ­გი კაკ­რი­აშ­ვი­ლი მეს­ტი­ი­დან უშ­გულ­ში მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ. სა­მი­ვე­ნი თა­ნა­ტო­ლე­ბი - 30-32 წლი­სა­ნი იყ­ვნენ. იქ ბიზ­ნე­სი ჰქონ­დათ. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი თბი­ლი­სე­ლე­ბი არი­ან, გიორგი კაკ­რი­აშ­ვი­ლი - ჯან­და­რე­ლი.

სა­მი­ვე­ნი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ, ერ­თად გაზ­რდი­ლე­ბი, ზა­ფხუ­ლო­ბით სულ სვა­ნეთ­ში იყ­ვნენ. ბი­ჭე­ბი გვი­ან მი­დი­ოდ­ნენ უშ­გულ­ში და არის ვერ­სია, რომ ცუდი ხილ­ვა­დო­ბა იყო, ზოგი იმას ამ­ბობს, რომ მან­ქა­ნამ უმტყუ­ნათ. ერთ-ერთი გი­ორ­გის მამა - რო­ლანდ ნი­ჟა­რა­ძე, ერთი პე­რი­ო­დი სამ­ხედ­რო აკა­დე­მი­ა­ში ას­წავ­ლი­და. მე­ო­რე გი­ორ­გი - რა­ტი­ა­ნი ადრე ძი­უ­დო­ის­ტი იყო, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი მო­ი­გო. ვინც და­ა­მარ­ცხა, მის­მა მა­მამ გა­მარ­ჯვე­ბულს, გი­ორ­გი რა­ტი­ანს ია­რა­ღი­დან ეს­რო­ლა, მუხ­ლი და­ემსხვრა, სის­ხლის­გან იც­ლე­ბო­და, ძლივს გა­და­არ­ჩი­ნეს.

ამის შემ­დეგ ბიჭს ფე­ხის ამ­პუ­ტა­ცია დას­ჭირ­და. გი­ორ­გი ნი­ჟა­რა­ძეს დედა არ ჰყავ­და, რა­ტი­ანს - მამა (იმ შემ­თხვე­ვას გა­დაჰ­ყვა, ინ­ფარ­ქტით გარ­და­იც­ვა­ლა).

ავა­რი­ის დროს გი­ორ­გი რა­ტი­ა­ნი თურ­მე მან­ქა­ნი­დან ხტე­ბო­და, მაგ­რამ პრო­ტეზს შე­უშ­ლია ხელი, სა­ჭეს­თა­ნაც ის მჯდა­რა. მარ­ტო გი­ორ­გი კაკ­რი­აშ­ვილ­მა მო­ას­წრო მან­ქა­ნი­დან გად­მოხ­ტო­მა, მას არა­ფე­რი და­შა­ვე­ბია, მაგ­რამ შოკ­შია ბიჭი.

როცა მან­ქა­ნა გა­და­ვარ­და, რა თქმა უნდა, ტე­ლე­ფო­ნე­ბიც და­ი­კარ­გა, ამი­ტომ კაკ­რი­აშ­ვი­ლი მუ­ლახ­ში (ჭო­ლა­ში) ასუ­ლა, ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ სო­ფელს მან შე­ა­ტყო­ბი­ნა, სო­ფელ­მა კი მაშ­ვე­ლებს და სას­წრა­ფოს. რა­ტი­ა­ნი იქვე ნა­ხეს, ხევ­ში, ნი­ჟა­რა­ძეს კი ძებ­ნა დას­ჭირ­და, მდი­ნა­რე მულ­ხუ­რამ წა­ი­ღო.

იცით, რა სა­ო­ცა­რი ბი­ჭე­ბი იყ­ვნენ?! ბედ­ნი­ე­რია, ვინც მათ არ იც­ნობ­და და ასე არ გა­ნუც­დია ამ ახალ­გაზ­რდე­ბის და­ღუპ­ვა, რო­გორც ჩვენ გან­ვიც­დით“, - უთხრა "ამბებს" გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ჭე­ბის ახ­ლო­ბე­ლმა.

ambebi.ge

 

კვირის პოპულარული
სოციალური ქსელი
გამომყევი Facebook-ზე