“მამას 30 ჭრილობა აქვს თავზე, ყელის გამოჭრა უნდოდა ჩემთვის, აბანოში მგუდავდა”…

“მამას 30 ჭრილობა აქვს თავზე, ყელის გამოჭრა უნდოდა ჩემთვის, აბანოში მგუდავდა”…

მო­ქა­ლა­ქე ქრის­ტი მი­ქე­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უმ­ძი­მეს ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლას ავ­რცე­ლებს. რო­გორც ის წერს, 18 ივ­ნისს მის ოჯახს თავს მე­ზო­ბე­ლი და­ეს­ხა.

მი­ქე­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დამ­სხმე­ლი ცდი­ლობ­და მისი და მა­მის მოკ­ვლას, ხოლო ბო­ლოს სახ­ლს ცე­ცხლი წა­უ­კი­და და გა­იქ­ცა.

“მინ­და ყვე­ლა იც­ნობ­დეთ ამ მკვლელს. 18 ივ­ნისს შუ­ა­ღა­მი­სას, რო­დე­საც ვბა­ნა­ობ­დი და მამა იყო მა­ღა­ზი­ა­ში გა­სუ­ლი, სახ­ლში შე­მო­ვი­და მე­ზო­ბე­ლი 25 წლის რო­მან გი­კაშ­ვი­ლი. მა­ლე­ვე გა­ვი­გე მა­მას შე­მოს­ვლაც. ადა­მი­ან­მა, რომ­ლის სა­ხე­ლიც ეხლა გა­ვი­გე და მხო­ლოდ ვე­სალ­მე­ბო­დი, სცა­და ჩემი და მა­მას მოკ­ვლა. მა­მას 30 ზე მეტი ჭრი­ლო­ბა აქვს თავ­ზე. მე რად­გან ბევ­რჯერ მო­ვი­შო­რე დანა, მაქვს მხო­ლოდ 4 ჭრი­ლო­ბა და ვარ სას­ტი­კად ნა­ცე­მი. ყვე­ლა­ნა­ი­რად სცა­და ჩემი მოკ­ვლა. აბა­ნო­ში მგუ­დავ­და. 3 ჯერ გა­ვაგ­დე­ბი­ნე დანა, ყელი რომ უნდა გა­მო­ეჭ­რა.

დანა რომ გა­ვაგ­დე­ბი­ნე, თავ­ში და სა­ხე­ზე გა­მე­ტე­ბით მირ­ტყამ­და ყვე­ლა­ფერს. ბო­ლოს სახ­ლს წა­უ­კი­და ცე­ცხლი, მო­უშ­ვა გაზი და გა­იქ­ცა. რა თქმა უნდა, და­ი­ჭი­რეს. ჩვენ სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დავ­რჩით, მად­ლო­ბა უფალს და მად­ლო­ბა მე­ზობ­ლებს, ვინც გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა. და ყვე­ლას ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა, ვინც ეს დღე­ე­ბი გვერ­დით და­მიდ­გა.

ვინც დიდი ხა­ნია მიც­ნობს, იცის 17 წლის ვი­ყა­ვი, დე­დას კი­ბოს დი­აგ­ნო­ზი რომ და­უს­ვეს, მა­შინ ჩემი ცხოვ­რე­ბა გვერ­დზე გა­დავ­დე და ჩემი თავი დე­დას მი­ვუ­ძღვე­ნი. თით­ქმის 2 წელი ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დი რაც შე­მეძ­ლო. ბოლო ნა­ხე­ვა­რი წელი ძა­ლი­ან მძი­მედ მყოფ დე­დას ვუვ­ლი­დი, ყო­ველ­დღე ვხვდე­ბო­დი, რომ ხე­ლი­დან მეც­ლე­ბო­და და ვე­რა­ფერს ვშვე­ლო­დი.. დე­დას გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 8 წელ­ზე მეტი გა­ვი­და და დღემ­დე ის ტრამ­ვა არ გამ­ნე­ლე­ბია. ეს წლე­ბია მხო­ლოდ ჩემი ოჯა­ხის­თვის ვცო­ცხლობ და ვცხოვ­რობ. ვარ ჩემ­თვის წყნა­რად და ცუ­დად არა­ვის არას­დროს შევ­ხე­ბი­ვარ.

ამ 8 წლის შემ­დეგ კი ეს იყო ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი ტრამ­ვა, როცა მამა მკვდა­რი მე­გო­ნა და ჩემს თვალ­წინ მოკ­ლეს. მე ვინც ყვე­ლას ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ფერს ვპა­ტი­ობ­დი და არას­დროს არა­ვინ შემ­ძუ­ლე­ბია, ამის გამ­კე­თე­ბელს არას­დროს ვა­პა­ტი­ებ. მინ­და ცი­ხი­დან ცო­ცხა­ლი ვე­რას­დროს გა­მო­ვი­დეს. ეს არის ჩემი ცხოვ­რე­ბის პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი, ვინც მძულს, ვინც ერ­თა­დერთ მა­მას მიკ­ლავ­და. გი­სურ­ვებ მთე­ლი გუ­ლით, რომ რაც ჩვენ მოგ­ვა­ყე­ნე, იმა­ზე მე­ტად წა­მე­ბით მოკ­ვდე ძა­ლი­ან მალე. შენ­ნა­ი­რე­ბი არ უნდა არ­სე­ბობ­დნენ. შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვდებ მა­მას ფო­ტოს, რად­გან ის ჩემ­ზე გა­ცი­ლე­ბით მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა

. სა­ბედ­ნი­ე­როდ, სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.. აქვე მი­ზე­ზი უც­ნო­ბია, რის გამო კლავ­და მა­მას.. და მე, რო­გორც მოწ­მეს” – წერს მო­ქა­ლა­ქე.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ს ინფორმაციით, და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პირი უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია. გა­მო­ძი­ე­ბა მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის მუხ­ლით

კვირის პოპულარული
სოციალური ქსელი
გამომყევი Facebook-ზე