ისტორიები შემზარავი ტრაგედია, რომელსაც სსრკ-ში 7 წელი მალავდნენ – ყველაზე ტრაგიკული მატჩი…

 

შემზარავი ტრაგედია, რომელსაც სსრკ-ში 7 წელი მალავდნენ – ყველაზე ტრაგიკული მატჩი…

1982 წლის 20 ოქტომბერი, მოსკოვი.სტადიონი “ლუჟნიკი” მოსკოვის სპარტაკსა და ჰოლანდიურ ჰარლემს შორის უეფას თასის მატჩს მასპინძლობდა. თამაშის ბოლო წუთებზე სერგეი შვეცოვმა ჰოლანდიელთა კარში გოლი გაიტანა, მაგრამ ის, რაც ამ დროს ტრიბუნებზე მოხდა, მსოფლიოს სტადიონებზე მომხდარ ყველაზე შემზარავ ტრაგედიათა რიცხვში შევიდა…


მატჩიდან გულშემატკივრების გამოსვლისას “ლუჟკინების” სტადიონზე ადგილი ჰქონდა შეტაკებას, რომელსაც ოფიციალური მონაცემებით 66 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა რეალურად, როგორც ამბობენ, 300-ზე მეტი მსხვერპლი იყო, ძირითადად მოზარდები. ამ ტრაგედიისა და მისი მრავალრიცხოვანი მსხვერპლის შესახებ საინფორმაციო საშუალებები შვიდი წლის მანძილზე დუმდა, როგორც ეს საბჭოთა ხელისუფლებას სჩვეოდა.

საბჭოთა ფეხბურთის ყველაზე დიდი ტრაგედია

image

ლენინის სახელობის ცენტრალური სტადიონის დიდ სპორტულ არენაზე მომხდარი მასიური შეხლა-შემოხლის მიზეზი რამდენიმე იყო, თუმცა საბოლოოდ ყველა მათგანი ერთ ტრაგიკულ ჯაჭვად გაერთიანდა. ჯერ ერთი, თავად მატჩის მნიშვნელობამ (უეფას თასის გათამაშების 1/16 საფეხბურთო კლუბებს – “მოსკოვის სპარტაკსა” (სსრკ) და “ჰაარლემს” (ჰოლანდია) შორის) საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი დააინტერესა, პირველ რიგში, ცნობისმოყვარე მოზარდები. მეორეც – წელიწადის დროისთვის ზედმეტად ცივი ამინდი (-10 გრადუსი, თოვლი, მოყინული გზები, ადამიანებს კიბეზე ასვლისას ფეხი უცირდებოდათ). მესამე – მაშინდელი ფანატების კონფლიქტი მილიციასთან (პრობლემების თავიდან ასაცილებლად სტადიონის რამდენიმე გასასვლელი გადაკეტეს). მეოთხეც – სერგეი შვეცოვის მიერ ჰოლანდიელების კარში გატანილი გოლი – მატჩის უკანასკნელ წუთებზე, როცა მაყურებელი უკვე წასასვლელად ემზადებოდა.

ფაქტის შესახებ პრესაში ერთადერთი განცხადება გაკეთდა – გაზეთ “Вечерняя Москва”-ს ბოლო გვერდზე მცირე ზომის ნიუსი, სათაურით “შემთხვევა”: “1982 წლის 20 ოქტომბერს, საფეხბურთო მატჩის შემდეგ, ვ.ი. ლენინის სახელობის ცენტრალური სტადონის დიდ სპორტულ არენაზე მაყურებელთა გამოსვლისას, ადამიანთა მოძრაობის წესრიგის დარღვევის შედეგად მოხდა უბედური შემთხვევა. არიან დაშავებულები. მიმდინარეობს გამოძიება მომხმადრის შესახებ”. მხოლოდ 10 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც სსრკ დაიშალა, ლუჟნიკებზე დაღუპულების მემორიალი აღმართეს.

image

SV_MAKOVKINA: საბედისწერო გოლი

...1982 წლის მიწურულია. ბრეჟნევის ეპოქის უკანასკნელი დღეები. იმ დღეს მოსკოვში პირველი თოვლი წამოვიდა, დილიდან კი თერმომეტრი გულშემატკივრებისთვის არც თუ ისე დამაიმედებელ ნიშნულს – მინუს 10 გრადუსს აჩვენებდა.

image

V_MAKOVKINA-ს ბლოგიდან

კვირის პოპულარული
სოციალური ქსელი
გამომყევი Facebook-ზე