რუსმა ოკუპანტებმა, საქართველოს ეროვნული დროშა უნიტაზში ჩააგდეს და ზედ მოისაქმეს

რუსმა ოკუპანტებმა, საქართველოს ეროვნული დროშა უნიტაზში ჩააგდეს და ზედ მოისაქმეს

რუსმა ოკუპანტებმა, საქართველოს ეროვნული დროშა უნიტაზში ჩააგდეს და ზედ მოისაქმეს. ვიდეო რუსეთ-უკრიანის ფრონტის ხაზიდან ვრცელდება. 

ვაგნერელების მტკიცებით, მათ ქართული დანაყოფი გაანადგურეს, ჯარისკაცების ეროვნული დროშები კი იმის გამო შეუარცხყვეს, რომ თბილისში პროტესტის ნიშნად, თვეების წინ რუსული დროშა დაწვეს. ვიდეოში ისმის მუქარა და ანგარისწორების ახალი სერიის დაანონსებაც.

"გაფრთხილება ყველას, ვნახეთ ახლახან ქართველმა ფაშისტებმა რუსეთის დროშა რომ დაწვეს თბილისში. ვნახეთ ასევე, როგორ შეურაცხყოფენ ქართველი ეშმაკები რუსების სახლებს საქართველოში. ვაგნერელები ვართ...  ჩვენი სამშობლო რუსეთია და გარედან არანაირ მუქარას არ ავიტანთ. დღეს ქართველების პოზიციებს დავცხეთ და ვიპოვეთ დროშები.იცით რას გავუკეთებთ იმ ქვეყნებს, რომლებიც ჩვენს დროშას შეურაცხყოფენ, თავად ნახავთ და იცოდეთ, რომ შემდეგი იქნებით, თქვენ ქართველები."- ისმის ვიდეოში.

ქართველები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, ამბობენ, რომ ოის, რაც რუსებმა გააკეთეს, ყველა ქართველის შეურაცხყოფაა.

"ის, რაც გააკეთეს რუსებმა, ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა ყველა ქართველის და სამწუხაროდ საქართველოს მთავრობა დღეს კავშირშია სწორედ ისეთ ძალებთან, რომლებიც ესე ეპყრობიან საქართველოს, შეგვიძლია ვთქვათ ეს. ეს არის საქართველოს სიმბოლო და რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობას მივყავართ სწორედ იქით, არც შეგვიძლია ამ კადრებში ვნახოთ. ეს არის ზუსტად ის სახე, არც რუსეთს აქვს დღეს. მე დარწმუნებული ვარ არანაირი რეაგირება არ ექნება და დარწმუნებული ვარ თვითონაც ასე მოექცეოდნენ საქართველოს დროშას და მოექცნენ სწორედ მაგ საქციელით, რუსეთის დაახლოებასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ იგივე საქციელი იყო საქართველოს მთავრობიდან."- ამბობს უკრაინაში მებრძლი ქართველი.

კვირის პოპულარული
სოციალური ქსელი
გამომყევი Facebook-ზე